ელენე ხოშტარია დედა ხსნის, "რატომ ებრძვის ოცნება" 4 შვილის დედას

18.06.26 18:18
ელენე ხოშტარია დედა ხსნის, "რატომ ებრძვის ოცნება" 4 შვილის დედას

 

 

 

ელენე ხოშტარიას დედა პატიმარი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხიმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. 

ირინა გუნცაძე  “პირველებისთვის“ მიცემულ პირველ სატელევიზიო კომენტარში ამბობს, რომ  მისი შვილი სამიზნეში ჯერ კიდევ მაშინ ამოიღეს, როდესაც გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა გააპროტესტა. 

გუნცაძე ამბობს, რომ მისი შვილი წამების მსხვერპლია: 

უნამუსოდ, ვიღაც დეპუტატი, არც ვიცნობ, მილიონერი დეპუტატი, ლაპარკობს რომ თურმე იღწვოდა, ისე უნდოდა ჩემ შვილს ციხეში. იცით, რაზე ვგიჟდები? რა სულელები ვგონივართ, თუ თავისი დონის უნაოჭო ხალხი ვგონივართ, არ ვიცი, ეს რა არის, ღიად არის აბსოლუტურად, ხელის გულზე დევს ყველაფერი. ავად იყოო, ქრონიკული დაავადებებიო და ქრონიკული დაავადებები საიდან აქვს, ძალიან დიდი ბოდიში. ეს მაინტერესებს მაგათგან. ეს არის ძალიან საშიში ნათქვამი, იმიტომ, რომ არავითარი ქრონიკული დაავადებები ჩემ შვილს არ ჰქონია, სანამ არ მოწამლეს, სანამ ფეხი არ მოტეხეს, აწამეს ციხეში. მთელი ღამე უკან ხელებშეკრული, შიშველი, ხან აწვენდნენ, ხან ადექი, ხან დაწექი. ელენეს რატო ებრძვიან? ვერ მოერივნენ, შიმშილობა იყო და თავისი გაიტანა, გავრილოვი ჩამოიყვანეს და გახსოვთ ალბათ, ელენე რას აკეთებდა, ელენე არ აჭაჭანებდა, ასეთ რუსოფილ რეჟიმის ტიპებს საქართველოში. ლავროვის შვილი იყო და ელენე იყო, ვერანაირად ვერ მოერივნენ, - ამბობს ირინა გუნცაძე.

გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.

შოთა თუთბერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

ასევე ნახეთ: