7 წელი "გავრილოვის ღამიდან" - 20 ივნისის მოვლენებს მოქალაქეები დღეს შაბათის მარშით გაიხსენებენ

20.06.26 10:13
7 წელი "გავრილოვის ღამიდან" - 20 ივნისის მოვლენებს მოქალაქეები დღეს შაბათის მარშით გაიხსენებენ

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან 7 წელი გავიდა. ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკ დარბევას დღეს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობითა და შაბათის მარშით აღინიშნება. მოქალაქეების მთავარი გზავნილი იქნება - „გვახსოვს“.

7 წლის წინ, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც ოპოზიციის პროტესტი პარლამენტში და ათასობით ადამიანის ანტისაოკუპაციო აქცია პარლამენტის შენობის წინ მოჰყვა.

მშვიდობიანი დემონსტრაცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგეს გიორგი სულაშვილმა და მაკო გომურმა. მხედველობის მძიმე დაზიანებები მიიღეს აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ.

20 ივნისის მოვლენები დღემდე რჩება საზოგადოების ნაწილისთვის ძალადობრივი დარბევის და ანტისაოკუპაციო პროტესტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ სიმბოლოდ.

მსგავსი სიახლეები