დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე - ადვოკატი
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
როგორც მან სასამართლო დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო ორგანო ვალდებული იყო გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე მასზე ზეწოლის განხორციელების თაობაზე ამ დრომდე დაეწყო, თუმცა, ჯერ არ დაუწყია.
მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე. წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და მორალური ზეწოლის განხორციელებაში. დღეს მას არ დაუსახელებია არცერთი გვარი, მაგრამ გამოძიების მსვლელობის პროცესში ის რასაკვირველია დაასახელებს გვარს, ვისი მხრიდანაც მომდინარეობდა შეთავაზება და ყველა დეტალს განუმარტავს გამოძიებას. ეს არ არის ჰაერზე გაკეთებული განცხადება, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია დაასაბუთოს მის განცხადებაში მითითებული ფაქტების სისწორე. როდესაც ხდება შეთავაზება, რომ მოხდეს აღიარება იმ დანაშაულის, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას და ეს მოდის კომპეტენტური, უფლებამოსილი მოხელის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ეს არის 144-ე პრიმა მუხლის დეფინიცია, რაც მოიცავს წამებას“, -განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, მას არ უნდა სახელების და გვარების დასახელება, თუმცა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკონკრტებს წყარო და დაასაბუთებს იმას, თუ როგორ მივიდა აღნიშნულ წერილი ღარიბაშვილამდე.