ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო აქტივისტ გიორგი გოგიას საქმე სასამართლოში განიხილეს
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო შესაძლოა, სამოქალაქო აქტივისტი სამართალდამრღვევად გამოაცხადონ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი გოგიას ბერა ივანიშვილის მიმართ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ შსს-ს წარმომადგენელი ბერა ივანიშვილის გამოკითხვას აუცილებლობად არ მიიჩნევს. უწყების პოზიციით, საქმეში მთავარი საკითხი კანონის შესაძლო დარღვევაა და არა ის, რა გავლენა მოახდინა კონკრეტულმა პოსტმა ადრესატზე.
გოგიას მიერ გამოქვეყნებული პოსტი ამ დრომდე სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომია. პროცესზე გამართული მსჯელობისას ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ შესაბამის უწყებებს პოსტის წაშლის მოთხოვნით პლატფორმა Meta-სთვის არ მიუმართავთ.
საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც, კრიტიკოსების შეფასებით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. სასამართლო განხილვა გაგრძელდე