უგზოობა და მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები გურიაში - სოფელ საჭამია სერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
უგზოობა და მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები - გურიაში, სოფელ საჭამია სერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები "ოცნების" ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებენ და ამბობენ, რომ წლებია ამ სოფელში აღარაფერი გაკეთებულა. მათ შორის, საუბარია საავტომობილო გზაზე, რომელიც ადგილობრივებს გადაადგილებაში უშლის ხელს.
ადგილობრივები პირდაპირ ამბობენ, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ მათთვის ვერ მოიცალა. მათი თქმით, მთავრობის წარმომადგენლები მათთან წინასაარჩევნოდ ჩადიან, გასცემენ დაპირებებს, თუმცა არჩევნების შემდეგ ისინი ავიწყდებათ.
მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ მოუგვარებელი პრობლემების გამო სოფელში ახალგაზრდობა აღარ დარჩა და ყველა წავიდა.
ამ გზაზე ნამდვილად უჭირთ ამოსვლა, იმიტომ, რომ კი შეხედეთ, როგორი გზაა. ასე, ერთი კილომეტრი გზა მიატოვა მაშინ საგზაომ, რატომ არ ვიცი. აგერ, კიდევ მოსაცდელი გვაქვს გასაკეთებელი, მე ხალხის სათქმელს ვამბობ.
არავინ აღარაა დარჩენილი (ახალგაზრდები), ერთი ჩვენი დეპუტატია დარჩენილი და ერთი მევენახე ბიჭია აქ, - ამბობს ადგილობრივი.
რაც დაგვპირდნენ, მესამედი შეიძლება იყოს გაკეთებული, მეტი არა. ჩვენ ოთხსულიანი ოჯახი გვაქვს და ყოველვის მაგათ ვაძლევდით ხმას. ასე თუ წავიდა საქმე, სულ აღარ მივალთ. მე ზევით ვცხოვრობ, 200 კილომეტრში და ბეტონის 800 მეტრიანი გზა დაგვიგეს, 14 წლის მანძილზე, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.