გვახსოვს სისხლიანი 20 ივნისი - ემიგრანტების აქცია ნიუ-იორკში

20.06.26 21:20
გვახსოვს სისხლიანი 20 ივნისი - ემიგრანტების აქცია ნიუ-იორკში

20 ივნისი გაიხსენეს დღეს ამერიკაში, ნიუ იორკში - ბრაიტონზე ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს, სადაც საქართველოს დროშებთან ერთად, დაპატიმრებული პოლიტიკოსების ფოტოებიც ჰქონდათ მიტანილი.

ჩვენ გვახსოვს და შეუძლებელია დაგვავიწყდეს სისხლიანი 20 ივნისი, შეუძლებელია არ გვახსოვდეს ჩვენი პოლიტპატიმრები, ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიყვარულის გამო, უსამართლოდ სხედან ციხეში. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ დღეს, ერთად შეკრების დროს და ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა. ჩვენ კიდევ ბევრ მსგავს აქციას გავმართავთ და თავისუფალი სამყაროს ცენტრიდან კიდევ ბევრჯერ გავაგონებთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ხმას"-  აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქართველმა ემიგრანტმა ლაშა კილაბერიამ.

მსგავსი სიახლეები