როგორ აღმოჩნდა საბრძოლო დრონის ნაწილები ანაკლიაში და რას ამბობენ ექსპერტები

21.06.26 20:26
როგორ აღმოჩნდა საბრძოლო დრონის ნაწილები ანაკლიაში და რას ამბობენ ექსპერტები

 

 

ანაკლიის სანაპიროზე ზღვამ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები გამორიყა. ადგილობრივების ინფორმაციით, საეჭვო ობიექტი პირველად სანაპიროზე შენიშნეს, რის შემდეგაც ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებს მიაწოდეს. მათი შეფასებით, აღმოჩენილი ფრაგმენტები, სავარაუდოდ, რუსული წარმოების „გერბერას“ ტიპის კამიკაძე დრონს ეკუთვნის.

ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა და დეტალი, რომლებიც საფრენ აპარატს შემორჩა. უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების თქმით, რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებს შედარებით მარტივი კონსტრუქციის უპილოტო აპარატებს, რომლებიც, მათი შეფასებით, ხშირად კუსტარული მეთოდებითაც იკრიბება.

მათი ვარაუდით, აღმოჩენილი დრონი შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებში ყოფილიყო გამოყენებული. სამხედროების თქმით, აღნიშნულ ტიპის აპარატს დაახლოებით 5 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა შეუძლია.

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნი ფრაგმენტები უკვე ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გარემოებების სრულად გარკვევამდე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები უნდა გამკაცრდეს, რადგან ანაკლიის ბანაკის მიმდებარე ზონაში მსგავსი ობიექტების აღმოჩენა დამატებით რისკებს ქმნის.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები