მარნეულის შემდეგ ფონიჭალა - ოპოზიცია მეჩეთში გადაღებული კადრებით დაინტერესებას ითხოვს

22.06.26 20:30
მარნეულის შემდეგ ფონიჭალა -  ოპოზიცია მეჩეთში გადაღებული კადრებით დაინტერესებას ითხოვს

 

 

აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე მორწმუნეები რელიგიურ სიმღერას ასრულებენ, მათ ტანისსამოსზე კი ირანის უკვე მოკლული უზენაესი ლიდერის ფოტოებია.

კადრები უკვე ფონიჭალის აჰლი ბეითის მეჩეთში აიათოლა ალი ხამენეის განდიდებას ასახავს - დამსწრეების მაისურზე ხამენეის პორტრეტებით.

ოპოზიციისთვის ეს უკვე განგაშის სიგნალია. პარტია "დროაში" ამბობენ, რომ ირანის ტერორისტული რეჟიმისთვის საქართველოში სასათბურე პირობებია შექმნილი. 

ფონიჭალის მეჩეთის სოციალურ ქსელში გაზიარებულია მოჯთაბა ხამენეის გზავნილებიც, რომ ამერიკა დიდი სატანაა. ეს არის მეჩეთი, რომელიც დაკავშირებულია აჰლ-ალ ბაითის მსოფლიო კრებასთან, რომელიც დასავლეთში ირანის სპეცსამსახურების საფარად მიიჩნევა. საქმე მუჰარამის თვის ღონისძიებებს ან რელიგიურ თავისუფლებას არ ეხება, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოებას, მაგრამ "ქართული ოცნება" ცდილობს აქცენტები სარწმუნოებაზე გადაიტანოს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები