თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობს
თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს. როგორც "პირველებს" უყვებიან, მგზავრებს გადაადგილება მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან სადგურის მოედნამდე შეუძლიათ.
“მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო მს “რუსთაველზე”, პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა. მგზავრებს ვემსახურებით მს ახმეტელის თეატრიდან მს სადგურის მოედნამდე. მს სადგურის მოედნიდან მს ვარკეთილამდე დროებით ვერ გადაგვყავს მგზავრები. როგორც კი დაზიანებულ მატარებელს გადავიყვანთ ჩიხში, მოძრაობას სრულად განვაახლებთ," - უთხრეს "პირველებს" თბილისის სატრანსპორტო სამსახურში.