მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა

23.06.26 10:49
მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა - ამის შესახებ "პირველებს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. 

ოფიციალური განმარტების მიხედვით, მოძრაობის ნაწილობრივი შეფერხება მეტროსადგურ „რუსთაველზე“ მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

მეტროპოლიტენი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.