საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"

23.06.26 11:29
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში რვა ოპოზიციური ლიდერის პროცესი იწყება. დახურულ სასამართლო სხდომას მოსამართლე თამარ მახარობლიძე წუთი-წუთზე გახსნის.

დღევანდელ პროცესზე განსასჯელის სკამზე მხოლოდ ნიკა მელია და ბადრი ჯაფარიძე ისხდებიან.  ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან. 

პროკურატურას დღეს მოწმედ მიყვანილი ჰყავს 6 გამომძიებელი. 

როგორც მედიას ზურა ჯაფარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განუცხადა, მათი მოსაზრებით, პოლციელებს, ვისაც სასამართლოში მოწმედ იძახებენ, დირექტივა აქვთ მიცემული, რომ  ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს დაადონ  ხელი.

არცერთი პირდაპირი ეთერი არ არის წარმოდგენილი ისეთი შემცველი, სადაც ფაქტობრივად პოლიცილების ჩვენება დადასტურდება. ამიტომ იქ სხვა უამრავი ხალხი იყო და მხოლოდ პოლიციელების ჩვენების წარმოდგენა, ისიც 5 თვის შემდეგ - ეს ადამიანები 28 ნოემბრიდან 5 თვის შემდეგ არიან გამოკითხულები, მაშინ როცა 11 და 8 პირიანი საქმე უკვე გაშვებული იყო სასამართლოში, სადაც პროკურატურა და პოლიციელები ამბობდნენ, რომ ორგანიზატორები არიან დაუდგენელიო. თუმცა 5 თვსი შემდეგ დაიბარეს ეს პოლიციელები გაურკვეველ ვითარებაში და ჩვენი მოსაზრებებით, დააწერინეს ჩვენებები. 

ჩვენი მოსაზრებით, ყველა პოლიციელისთვის არის დირექტივა მიცემული, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული დაადოს ხელი.  როდესაც ადამიანს ეკითები, რა ეცვა, როგორ გამოიყურებოდა, რა ადგილას იყო - მეტიც, მე წარვუდგინე იმედის პირდაპირი ეთერი და ვკითხე, იცნობს, თუ არა ამ ადგილს და სად იდგა თვითონ, პოლიციელმა თქვა, რომ არც ეს ადგილი ეცნობა და თავის თავსაც კი ევრ ამოიცნობს იქ. იქ იყო თუ არ იყო, ჩვენთვსი შეუძლებელია ამის გაგება, რადგან ადამიანს ჰქონდა ნიღაბი, შესაბამისად მისი სახის ამოცნობა ვიდეოკამერაშია რის შეუძლებელი", - აცხადებს ირაკლი ჩომახაშვილი. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.