ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ანწუხელიძის ცოლთან, სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ

23.06.26 16:24
ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ანწუხელიძის ცოლთან, სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ

 

 

ამ დღეს 18 წელი ველოდით - ასეთია რუსეთის მიერ სასტიკი მეთოდებით ნაწამები საქართველოს ეროვნული გმირის,  გიორგი ანწუხელიძის ცოლის პირველი კომენტარი სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. 

"ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, მაკა ჩიკვილაძე რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვებისთვის მადლობას უხდის "საიას" და ამბობს რომ დღევანდელი დღე, ეროვნული გმირების ოჯახებისთვის ერთდროულად - ტკივილის და სიამაყის მომგვრელია.

მკვლელები უნდა დაისაჯონ - ეს არის ანწუხელიძის ცოლის მთვარი მოთხოვნა. 

ძალიან ემოციური და ამავდროულად ისტორიული დღეა. მძიმეა ჩემთვის, რადგან ყველა ემოცია ერთმანეთში ამერია. ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდტ და გაიმარჯვებდა საქართველო. გიორგი როოგორც აწამეს, ეს რა თქმა უნდა, არ უნდა შერჩენოდათ. 

ჩვენ 18 წელი ველოდით ამ განმარჯვებას. მთელ საქართველოს გაეხარდა დრევანდელი დღე. მადლობას გადავუხდი, პირველ რიგში ამისთვსი საიას. ცოტა რთულია დღეს ამ ღემაზე ვისაუბრო. ყველაფერი ერთმანეთში აირია - ტკივილი, სიხარული, სიამაყე. დღეს ის დღე განმეორდა, ასე მგონია. 

მაშინ, როცა 2008 წლიდან ცოტა დრო იყო გასული, მაშინ ჯერ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ დრო რომ გადიოდა და გადის, ახლა უფრო მძიმეა. საჩივარი შევიტანეთ ანა და ლევან ანწუხელიძეების სახელით. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ პასუხი ეგო დამნაშავეს და ალბათ, აგებს კიდეც. მთავარია რომ გავიმარჯვეთ", - თქვა ანწუხელიძის ცოლმა. 

საიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო.

სტრასბურგმა დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციას შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა - ასევე გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება.

ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად ყველა მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდა 395 000 ევროს ოდენობით.

ეს არის პირველი საქმე, სადაც სამხედრო ტყეებთან დაკავშირებით დადგინდა ომის აქტიური ფაზის დროს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა.

  • საიაში ამბობენ, რომ  2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით საია-მ ჯამურად 53 საჩივარი წარადგინა 400-ზე მეტი დაზარალებული პირის ინტერესების დასაცავად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

ეს გადაწყვეტილება აერთიანებს ორ საჩივარს - კერძოდ,"ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ" და "მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ".

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთს, რომელსაც პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ სიცოცხლის დაცვის ვალდებულება ეკისრებოდა, ეს უფლება არ დაიცვა. ასევე დაადგინა, რომ რომ ქართველი სამხედროების წამება არ იყო შემთხვევითი ინციდენტი, არამედ წარმოადგენდა მიზანმიმართულ ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც კონვენციის მესამე მუხლის უხეში ხელყოფაა.