რუსეთი დამარცხდა - ისტორიული გადაწყვეტილება აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგ
რუსეთი ქართველი სამხედროების მკვლელობასა და წამებაზე პასუხისმგებლად სცნეს. აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ევროპული კონვენცია ქართველი სამხედროების მიმართ ჩადენილი დანაშაულების საქმეზე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმგებლობა კონკრეტული ქართველი ჯარისკაცების საქმეებზე დააკისრა.
საქმეს წლების განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაღუპული სამხედროების ოჯახების სახელით აწარმოებდა. სწორედ საიამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და მრავალწლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიაღწია.
ევროსასამართლომ გიორგი ანწუხელიძის, შმაგი სოფრომაძისა და კახა ხუბულურის მკვლელობებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ასევე დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა სხვა ქართველი სამხედროების წამების ფაქტებზეც. სასამართლოს შეფასებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ეფექტიანი კონტროლი არსებობდა, შესაბამისად, რუსეთი პასუხისმგებელია როგორც ჩადენილ დანაშაულებზე, ისე მათი ეფექტიანად გამოუძიებლობისთვის.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.