საიდუმლო ნარკოლაბორატორია დიღომში - რას ამბობს ძალოვანი უწყება და ვინ არიან დაკავებულები

23.06.26 20:46
საიდუმლო ნარკოლაბორატორია დიღომში - რას ამბობს ძალოვანი უწყება და ვინ არიან დაკავებულები

 

 

საქართველოში კიდევ ერთი მასშტაბური ნარკოდანაშაულის საქმე გაიხსნა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დიღმის კერძო დასახლებაში მოწყობილი იყო საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებები მზადდებოდა.

გამოძიების ვერსიით, ყაზახეთის ორი მოქალაქე საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა, საცხოვრებლად ეს სახლი იქირავა და აქ ე.წ. „მკვლელი ნარკოტიკის“ წარმოებას ეწეოდა. კადრები ასახავს ჩხრეკას, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა სპეციალური დანადგარები და სხვადასხვა ნივთმტკიცება ამოიღეს.

სახლთან, სადაც გამოძიების ინფორმაციით მიწისქვეშა ნარკოლაბორატორია ფუნქციონირებდა, მთელი დღის განმავლობაში საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. „პირველების“ ინფორმაციით, მასშტაბურ საპოლიციო ოპერაციამდე ტერიტორიაზე ფარული მეთვალყურეობა მიმდინარეობდა.

ორთსართულიანი სახლი გეხმანის ქუჩაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონება ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის, თუმცა მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

პაველ მურიგინსა და რატმირ აუბაკიროვს ბრალი უკვე წარედგინათ. ახლა გამოძიება ცდილობს დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებას თბილისში მოწყობილი ლაბორატორიიდან იღებდნენ და შემდგომ რეალიზაციის ქსელში ანაწილებდნენ.

„პირველების“ ინფორმაციით, მოქმედებდა კარგად ორგანიზებული სქემა — დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება თავდაპირველად სამალავებში თავსდებოდა, შემდეგ კი სხვადასხვა გზით საბოლოო მომხმარებლამდე აღწევდა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები