ივანიშვილის და “ოცნების“ ერთ-ერთი თავის ტკივილი რუსთაველის პროსპექტია - დოროთე ყურაშვილი
ბიძინა ივანიშვილის და “ოცნების“ ერთ-ერთი თავის ტკივილი არის რუსთაველის პროსპექტი, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
სასულიერო პირის თქმით, ყველაფერს იგონებენ იმისთვის, რომ პროტესტი ჩაახშონ, ყველაფერს ამისთვის აკეთებენ, მაგრამ ვერ ახშობენ.
არქიმანდრიტმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ პროტესტი გაგრძელდეს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისინი არ დამარცხდებიან.
ბიძინა ივანიშვილის და “ოცნების“ ერთ-ერთი თავის ტკივილი არის რუსთაველის პროსპექტი, “შაბათის მარში“, იმ ხალხის დაუცხრომელი პროტესტი და რა კანონები არ გამოიგონეს, დრო რომ გავა, ძალიან გაგვეცინება, რომ ტროტუარი, რომელიც არის ფეხით მავალთა ადგილი, ფეხით მავალს არ შეუძლია გაჩერდეს იქ და გაესაუბროს ადამიანს. ეს არის კატასტროფა, კანონი ესეთი. ანუ ყველაფერს იგონებენ იმისთვის, რომ პროტესტი ჩაახშონ, ყველაფერს ამისთვის აკეთებენ, მაგრამ ვერ ახშობენ. ამიტომ მე მინდა ხალხს მოუწოდო, რომ ეს არ არის დამარცხება, ჩვენ არ დავმარცხდებით. პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
ბიძინა გმირებს შობს- აი, თუნდაც ჩემს თავზე რომ ვთქვა, რაც მე დამმართეს თუნდაც ეს, რომ ეკლესიაში ამხსნეს თითქოს ჯვარი ამათმა, მაგრამ ეს სხვა მათი დავალება იყო კობახიძესი და იმიტომ, რომ ჩათვალეს რომ მე როგორ შევეხე მათ კერპს, მათ ლიდერს. დასჯილი მღვდელი, ქუჩაში რომ გავდივარ, მაღაზიაში რომ შევდივარ ელემენტარულად, ბაზარში რომ შევდივარ, ხალხი მხვდება, მადლობას მეუბნება. მე არა მეგონა რომ ასეთად წარმომაჩენდა ერის წინაშე ღმერთი, ეს ბიძინამ გააკეთა. ამით რა გააკეთა იცით ღმერთმა? ფორმები დაამსხვრია,- განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.