აქტიური მოსახლეობის გადატეხვა მიდის ახლა, ეს მათი ბოლო შანსია - ექიმი ნინო კირვალიძე
ექიმი ნინი კირვალიძე ამბობს, რომ ის, რისკენაც ახლანდელი ხელისუფლება მიდის, არის მსუსხავი ეფექტი და სწორედ ამას ემსახურება იმ ადამიანების დაჩაგვრა, რომლებიც ყველასთვის რეპუტაციული და პროფესიონალია.
როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ სხვებმა იფიქრონ, თუ ასეთ წარმატებულ ადამიანებზე მიდის ზეწოლა, მათზე უარესი მოხდება.
აქტიური მოსახლეობის გადატეხვა მიდის ახლა, - ამბობს ექიმი.
მსუსხავი ეფექტი არის ის, რისკენაც ხელისუფლება მიდის. ყველაზე ღირსეული, ყველასთვის რეპუტაციული, ზუსტად ის უნდა დაჩაგრო, რომ დანარჩენებმა იფიქრონ, თუ ამ ადამიანს ამას უკეთებენ, მე რაღა გავაკეთო. მითუმეტეს, როცა ხედავ რეპუტაციულად, პროფესიულად, წინა ცხოვრებით, ასაკობრივად, აბსლუტურად ყველა კომპონენტი აქვს ისეთი, რომ ნორმალურ საზოგადოებაში და სახელმწიფოში ამას ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ ზუსტად მათზე მიდის ეს ძირითადი დაწოლა, რომ დანარჩენებს არ ჰქონდეთ არაფრის იმედი. აქტიური მოსახლეობის გადატეხვა მიდის ახლა. მე ვფიქრობ, ეს პროცესი ასე კარგად არ გამოუვათ, ეს არის მათი ბოლო შანსი. ამ გზით მიდიან, იციან, რომ ეს კარგი გზა არ არის, მაგრამ სხვა გზა აღარ აქვთ, სხვა რაღაც უნდა გააკეთონ, - განაცხადა ნინო კირვალიძემ.