72 წლის კაცის კარანტინის პირობებში გაჩერება შეიძლება წამებასაც გაუთანაბრდეს - გიორგი ჩახუნაშვილის შვილი

23.06.26 23:14
72 წლის კაცის კარანტინის პირობებში გაჩერება შეიძლება წამებასაც გაუთანაბრდეს - გიორგი ჩახუნაშვილის შვილი

 

 

 

აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის შვილის, კონსტანტინე ჩახუნაშვილის თქმით, მამამისი ჯერჯერობით ისევ კანატინშია და როგორც მისთვის ცნობილია, 7 -დღიანი ვადა აქვს, რომ გადავიდეს და სპეციალური ადგილი მიეჩინოს.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი მიიჩნევს, რომ 72 წლის კაცისთვის კარანტინში ყოფნა წამების ტოლფასია და მოუწოდებს მათ, ვისაც ეს ეხება, რომ დროულად მოხდეს მისი საკანში გადაყვანა.

მისივე თქმით, მამამისს ოჯახთან კონტაქტი არ აქვს და მხოლოდ ადვოკატის საშუალებით ახერხებენ ინფორმაციის გაცვლას, ან წერილის გადაცემას.

გლდანის ციხეშია, ჯერჯერობით კარანტინში, როგორც ვიცი 7 -დღიანი ვადაა, რომ გადავიდეს და მიეჩინოს სპეციალური ადგილი, თუმცა, მოვუწოდებდი, რომ 72 წლის კაცის იმ პირობებში გაჩერება, რაც არის კარანტინის პირობები, შეიძლება წამებასაც გაუთანაბრდეს. ვთხოვ ყველას, რომ მალე გადაიყვანონ თავის იმ ოთახში, სადაც ექნება ტანსაცმელი, მიიღებს ინფორმაციას. რაც შეეხება რამდენად იყო ეს შურისძიება, ვერ გეტყვით, შესაძლოა, ყველაფერი იყო ცოტ-ცოტა, რამაც განაპირობა ის განაჩენი, რაც გამოიტანეს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების რექაცია, როგორი იქნება. ჩემი აზრით, ყოველთვის მიმდინარეობს საზოგადოების აზრის ტესტირება, რამდენად გაუვათ რაღაც ნაბიჯები და ნელ-ნელა უნდათ მიგვაჩვიონ კონკრეტულ ასპექტებს, რომ ნორმალიზდეს გარკვეული სიტუაცია საქართველოში, თუმცა, მე, ჩემი ძმა, მეგობრები, ახლობლები და თანამებრძოლები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში ნორმალიზება მოხდეს მაშინ, როცა სამართლიანობა აღდგება.

შემიძლია ვთქვა, რომ ესენი უფრო ჩვენ მენტალურ გამძლეობას ტესტავენ და ჩვენ თუ გადავტეხეთ ეს ილუზია, რომ ჩვენ ვართ უმცირესობა, ვართ სუსტები და არაფერი შეგვიძლია და პირიქით, გამოვასხივეთ, რომ ჩვენ ვართ ძალა, ვართ უმრავლესობა და ჩვენ შეგვიძლია ამ სიტუაციის შემობრუნება და სწორ გზაზე დაადგდომა, ამ ყველაფერს მოვახერხებთ, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.