გენერალური პროკურორი 72 წლის აკადემიკოს ჩახუნაშვილისგან "აღიარებას და სინანულს" ითხოვს

24.06.26 13:29
გენერალური პროკურორი 72 წლის აკადემიკოს ჩახუნაშვილისგან "აღიარებას და სინანულს" ითხოვს

 

 

გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე სასახლის ღობის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილისგან "აღიარებას და სინანულს" ითხოვს.

გვარაკიძე 72 წლის აკადემიკოსს ამჯერად სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე სთავაზობს საპროცესო გაფორმებას, ოღონდ მხოლოდ აღაირების სანაცვლოდ. 

4 ოქტომბრის საქმეზე ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს - მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია, ამიტომაც თავისთავად მიესაჯა ის სასჯელი, რაც მიესაჯა.

მესმის რამდენი წლისაც არის, მაგრამ გიხსნით ახლა - სასჯელის ალეტრნატიული საშუალება ამ შემთხვევაში იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმება და შემიძლია გითხრათ, რომ თუკი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა, რასაც ბრალდება ედავება და მოინანიებს, ჩვენ გვაქვს სააპელაციო სასამართლოში იმის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა თუ გაასაჩივრებენ და სააპელაციოშ მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ჩვენს შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ”, - განაცხადა გვარაკიძემ.

ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

გუშინ, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში"  გიორგი ჩახუნაშვილის შვილმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა თქვა, რომ მამამისი ჯერჯერობით ისევ კანატინშია და როგორც მისთვის ცნობილია, 7 -დღიანი ვადა აქვს, რომ გადავიდეს და სპეციალური ადგილი მიეჩინოს.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი მიიჩნევს, რომ 72 წლის კაცისთვის კარანტინში ყოფნა წამების ტოლფასია და მოუწოდებს მათ, ვისაც ეს ეხება, რომ დროულად მოხდეს მისი საკანში გადაყვანა.

 

მსგავსი სიახლეები