„ექიმებს შეუძლიათ აზრის ფორმირება“ - ჩახუნაშვილის შვილები სამედიცინო საზოგადოებას მიმართავენ
დაპატიმრებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის შვილები აცხადებენ, რომ მამის საქმეზე სოლიდარობის ტალღა უნდა გაფართოვდეს და მასში სამედიცინო საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაერთოს. მათი თქმით, ექიმების, ექთნებისა და პაციენტების მხარდაჭერა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებამ საქმის მიმართ სრული ინფორმაცია მიიღოს.
კონსტანტინე ჩახუნაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტიურობა და მათი ჩართულობა საზოგადოების ინფორმირებაში.
რაც შეეხება სოლიდარობას, ამ მხრივ მეტია გასკეთებელი, განსაკუთრებით სამედიცინო საზოგადოებაში. ჩვენ გვჯერა, რომ სამედიცინო მუშაკებს - ექიმებს, ექთნებს და ა.შ. შეუძლიათ გარკვეული აზრის ფორმირება და თუ ისინი გამოფხიზლდებიან და შეეცდებიან, რომ საღი აზრი გაავრცელონ მამაჩენის საქმესთან დაკავშირებით ისევე, როგორც, ზოგადად, ქვეყანაში რაც ხდება - უკანონობა, ამას, რა თქმა უნდა იველსამებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენც, მე და დავითიც და ჩვენი კოლეგებიც, ვაპირებთ, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ამაზე, რომ უფრო მეტად ორგანიზებული სახე მიეცეს ამას, - ამბობს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
დავით ჩახუნაშვილი კი დარწმუნებულია, რომ საზოგადოების მხრიდან მზარდი სოლიდარობა და მხარდაჭერა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს და მის მამის საქმეზე საზოგადოებრივი წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება.
საზოგადოებიდან წამოსული წნეხის საშუალებით დაუხევია რეჟიმს უკან და და დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც ასე მოხდება. უბრალოდ, მე ისიც მესმის, რომ გრაკვეული შოკის ეფექტია ახლა ზოგიერთი ადამიანის ტვინში . პირველი რამდენიმე საათია, ზოგი ვერც იაზრებს რა მოხდა, მაგრამ როგოც კი ეს ინფორმაცია დაილექება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საინფორმაციო, სოლიდარობის ტალღა იდენად დიდი იქნება, არა მხოლოდ ექიმებში, არამედ პაციენტებში,ს ხვა ადამიანებში, რომ აუცილებლად დავიხსნით მას იმ კონკრეტული ადგილიდან, სადაც უკანონოდ მოხვდა, - ამბობს დავით ჩახუნაშვილი.
ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.