მოწმე პოლიციელი ხელს ადებს ხაბეიშვილს, რომელიც 8 პოლიტიკოსის საქმეში ბრალდებული საერთოდ არ არის
8 ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დღეს პროკურატურამ სასამართლოში მიიყვანა მოწმე, რომელმაც ჩვენება ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგაც მისცა, თუმცა ხაბეიშვილი ამ საქმეში ბრალდებული საერთოდ არ არის.
საუბარია პოლიციელ ივანე მაქაცარიზე, რომელიც დღეს გამოსაკითხი 6 მოწმიდან ერთ-ერთია.
როგორც დახურული სასამართლო პროცესიდან გამოსული ადვოკატი, ომარ ფურცელაძე "პირველებს" უყვება, მოწმე გამომძიებელმა სასამართლოს უთხრა, რომ პოლიტიკოსების მხრიდან მოწოდება არ გაუგია .
უფებადამცველის ცნობით, ივანე მაქაცარიამ მიუთითა მხოლოდ ჟესტიკულაციასა და მიმიკაზე და სხდომათა დარბაზში თქვა, რომ პოლიტიკოსები ჟესტებით ენით ესაუბრობდნენ მოქალაქეებს.
დეტექტივის პოზიციაზე თბილისის მთავარ სამმართველოში, ხოლო ახლა გამხდარია ხელმძღვანელი სხვა რაიონში,
ასევე აღსანიშნავია ერთი დეტალი, ომარ ფურცელაძის ინფორმაციით, მოწმე აქციების იყო დეტექტივის პოზიციაზე თბილისის მთავარ სამმართველოში, შემდეგ კი ჩვენების მიცემის სანაცვლოდ დააწინაურეს და გადაიყვანეს სხვა რეგიონში ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
დღეს გამოიკითხა ადამიანი, რომელიც აქციების დროს იმყოფებოდა დეტექტივის პოზიციაზე თბილისის მთავარ სამმართველოში, ხოლო ახლა გამხდარია ხელმძღვანელი სხვა რაიონში, დაწინაურდა ასე რომ ვთქვათ ჩვენების მიცემის შემდეგ. რაც შეეხება მის მიერ მიცემულ ჩვენებას, ის აჩვენებდა სასამართლოს, რომ რეალურად არ მოუსმენია კონკრეტული მოწოდებები და არ შეუძლია კონკრეტული სიტყვების დასახელება, მაგრამ მისი განცხადებით, ხელის მოძრაობით აჩვენებდნენ პოლიტიკოსები მოქალაქეებს, რომ ეს იყო პარლამენტის შენობა და ამას მიიჩნევს სისხლის სამართლის დანაშაულად. ცინიკური სწორედ ამიტომ არსი ალბათ, რომ სწორედ მსგავსი ჩვენებების საფუძველზე უპირებენ 7 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ოპოზინიონერ პოლიტიკოსებს. კიდევ ერთი ინდიკატორია იმის, რომ ბუნებაში შეუძლებელია ამ სისხლის სამართლის საქმეზე მოსმენილი იქნას რაიმე მტკიცებულება ან მოწმე, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა, თორე დამნაშავეობაზე საუბარი ზედმეტია. თითქმის ყველა პოლიტიკოსი ჩამოთვალა ამ ადამიანმა - განსხვავება სხვა მოწმეებისგან გახლდათ ის, რომ ის უთითებდა ჟესტიკულაციასა და მიმიკაზე, რომ თითქოს ჟესტიკულაციით ჯერ აჩვენებდნენ აქციის მონაწილეებს პოლიტიკოსები და შემდეგ თურმე კმაყოფილება გამოეხატათ სახეზე, რაც აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ იწევდნენ", - აცხადებს ომარ ფურცელაძე.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.