8 პოლიტიკოსის საქმე - მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ნიკა გვარამიას ადვოკატი სხდომიდან გააძევა

25.06.26 13:33
8 პოლიტიკოსის საქმე -  მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ნიკა გვარამიას ადვოკატი სხდომიდან გააძევა

8 პოლიტიკოსის საქმის განხილვისას, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი პროცესიდან გააძევა.

როგორც საძაგლიშვილმა "ტვ პირველთან" განმარტა, მას მოსამართლე მახარობლიძემ პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მისცა და სწორედ ამის გამო მოხდა შემდგომში მისი გამოძევებაც. 

  • ცნობისთვის ორი დღის წინ მოსამართლემ სხდომიდან გააძევა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასიალაიც და საქართველოს მესამე პრეზიდენტს იძლებით სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.

უფლებადამცველი ვარაუდობს, ახლა სასამართლოს დაჩქარებულად სურს 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ციხეში გამოკეტვა და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც თამარ მახარობლიძე ადვოკატებს სხდომათა დარბაზიდან ერთმანეთის მიყოლებით აძევებს. 

მოსამართლეზე როგორც ჩანს გაცემულია დავალება, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს საქმე  - ეუბენბა "ტვ პირველს" დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ძალიან რთულია ჩემთვსი როგორც ადვოკატისთვის იმის ახსნა, თუ რატომ გამაძევა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომის დარბაზიდან, იმიტომ, რომ მან ისე მიიღო ბრალდების მხარის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება, რომ დაცვის მხარეს არ მომცა საშუალება დამეფიქსირებინა პოზიცია. სხვა რანაირი ფუქნცია ადვოკატს არ გააჩნია, თუ მან არ დააფიქსია პოზიცია ამა თუ იმ შუამდგომლობაზე. თუ ადვოკატს არ აქვს უფლება პოზიცია დააფიქსიროს, მაშინ რომელ დაცვის უფლებაზე ვსაუბრობთ. 

ერთი რამ აშკარაა, რომ მახარობლიძეს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, უფროსწორად მასზე როგორც ჩანს გაცემულია დავალება, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს საქმე და რაც შეიძლება მალე გაამწესო პოლიტიკური ლიდერები ციხეში. იმდენად მალე უნდათ ამ საქმის დასრულება, რომ მათი აზრით, ადვოკატების მონაწილეობაც კი გააჯანჯლებს ამას და ხელს შეუშლის ამ "სწრაფ მართლმსაჯუელბას".

მე ცხადია გავასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას და დაველოდები ზემდგომი ინტაცნიის სასამართლსო გადაწყვეტილებას", - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ახლა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ნიკა გვარამიასაც საზოგადოებრივ ადვოკატს დაუნიშნავენ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე სააკაშვილის ინტერესებს სწორედ იძულებით დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები