პარლამენტმა საავტომობილო გზებზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შეამცირა

25.06.26 14:39
პარლამენტმა საავტომობილო გზებზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შეამცირა

საქართველოს პარლამენტმა საავტომობილო გზებზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შეამცირა. 

  • ცნობისთვის, რეგულაციები, რომელიც ბოლო დროს მოქმედებდა "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე თვით ადრე მიიღო, ძალაში კი პირველი მაისიდან შევიდა. 

კერძოდ:

  • გზაზე დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება (არაუმეტეს 30) - 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება;
  • უფრო მაღალი სიჩქარით სიარულისთვის მძღოლი 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება;
  • სიჩქარის 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის ჯარიმა კვლავ 400 ლარი იქნება;
  • თუ სიჩქარის გადაჭარბების გამო ავარია მოხდა - ჯარიმა 400 ლარი იქნება.

კანონპროექტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.