სროლა და ჯგუფური ანგარიშსწორება თბილისში - დაჭრილია ერთი პირი
სროლა და ჯგუფური ანგარიშსწორება იყო გუშინ თბილისში - როგორც "პირველებს" უყვებიან ნაძალადევის რაიონში კაცების ჯგუფი ერთმანეთს საბავშვო სკვერში დაუპირისპირდა.
"TV პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი.
ადგილობრივების ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირება მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მოხდა, რასაც გასროლა მოჰყვა.
ამ დროის მონაცემებით, მომხდარზე არავინ დაუკავებიათ. თუმცა, "პირველების" ინფორმაციით, იდენტიფიცირებული არიან პირები, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღიდან, რამდენიმე წუთის განმავლობაში, უმისამართოდ ისროდნენ.
შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236- ( ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მიმდინარეობს.