დაპირისპირება საზმაუს ბორდის სხდომაზე - ლიკა შავგულიძე-ბასილაიამ და ლაშა ტუღუშმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს

25.06.26 16:01
დაპირისპირება საზმაუს ბორდის სხდომაზე - ლიკა შავგულიძე-ბასილაიამ  და ლაშა ტუღუშმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე კვლავ დაპირისპირება იყო - ლიკა შავგულიძე- ბასილაიამ და ლაშა ტუღუშმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

ვასილ მაღალფერიძემ დღის წესრიგში არ შეიტანა საკითხი, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ტელევიზიამ ბავშვთა უსაფრთხოება გადაღებების დროს, სწორედ ამას მოჰყვა პროტესტი ლიკა შავგულიძე-ბასილაიას და ლაშა ტუღუშის მხრიდან.

  • ცნობისთვის, ბავშვთა უსაფრთხოებსი საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე კვირის წინ, მოზარდი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა და იატაკზე დაეცა. 

კამათი თავდაპირველად ვასილ მაღლაფერიძესა და ლიკა ბასიალაიას შორის დაიწყო: 

ბავშვთა უსაფრთხოება არ გაღელვებთ ბატონო ვასილ? გაწუხებთ თუ არ გაწუხებთ ბავშვთა უსაფრთხოების საკითხის განხილვა? რატომ არ შეიტანეთ დღსი წესრიგში საკითხი? - მაინტერესებს თქვენი ახლა-განმარტება?- უთხრა ლიკა ბასიალაიამ მაღლაფერიძეს.

ამის შემდეგ, სამეურვეო საბჭოს ლაშა ტუღუშმა რეგლამენტის გადახედვისკენ მოუწოდა, ასევე  თქვა, რომ რახან სხდომაზე არ აპირებენ ბავშვთა უსაფრთოებაზე მსჯელობას, სურს პროტესტის ნიშნად დატოვოს დარბაზი. ლიკა ბასილაიამაც მას მიბაძა და პროტესტის ნიშნად მანაც დარბაზი დატოვა. 

პროტესტის მიზნით მე დავტოვებ სხდომას? თქვენგან გავიგეთ, რომ არ აპირებთ ამ საკითხის განხილვას. გირჩევდით, წაიკითხოთ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტის მესამე/პირველი მუხლის 3-1-3 პუნქტი, სადაც წერია, რომ სამუშაო შეხვედრა ტარდება იმიტომ, რომ ჩატარდეს შემდეგ საბჭოს შეხვედრა. რომ ამბობთ, არ არღვევთო, თქვენი პასუხი არის, რომ არ აპირებთ განხილვას. პროტესტი მაქვს იმიტომ, რომ ეს არც პოლიტიკური საკითხია, არც გეოპოლიტიკური, ეს ეხება ბავშვის უფლებას. ვფიქრობ, რომ არის რაღაც თემები, სადაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალში ბავშვი იყოს დაცული", - თქვა ლაშა ტუღუშმა.