კობახიძე რუსი მილიარდერის თბილისში ვიზიტს "მიესალმება"
ირაკლი კობახიძე რუსი მილიარდერის, პაველ დუროვის თბილისში ვიზიტს "მიესალმება". როგორც დღეს მთავრობის მეთაური მედიასთან ირწმუნებოდა, დუროვი საქართველოშ ოფიციალური ვიზიტით არ იმყოფება.
ბატონი დუროვი არის ბიზნესმენი. მას ვერ ექნება ოფიციალური ვიზიტი. ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი წარმატებული მეწარმის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამას"- ამბობს კობახიძე.
რუსი მილიარდერი და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისშია - ინფორმაციას რუსული Telegram-არხი Ateo Breaking ავრცელებს.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Telegram-ისა და ВКонтакте-ს დამფუძნებელი და რუსი მილიარდერი პაველ დუროვი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო, 2024 წლის 25 აგვისტოს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს.
დუროვს 12 დანაშაულს ედავებიან, მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე, თუმცა ის 29 აგვისტოს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
დუროვზე სამართლებრივი დავა საფრანგეთში დღემდე გრძელდება, ის პატიმრობიდან გაათავისუფლებს, თუმცა ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლია.
Telegram-ის დამფუძნებელი ამ დროისთვის დუბაიში ცხოვრობს.