ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსი მილიარდერის თბილისში ვიზიტი კრიპტობიზნესთან იყოს კავშირში

25.06.26 17:34
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსი მილიარდერის თბილისში ვიზიტი კრიპტობიზნესთან იყოს კავშირში

 

 

რა მისით ჩამოვიდა რუსი მილიარდერი საქართველოში? - ექსპერტების ვარაუდით, პაველ დუროვს, რომელსაც რამდენიმე დღეა თბილისში ვაკო თურნავა მასპინძლობს, შესაძლოა "ოცნების" დეპუტატთან კრიპტობიზნესთან დაკავშირებული ინტერესი ჰქონდეს.

როგორც რუსული ჰიბრიდული ომების ექპერტი დავით ძიძიშვილი "პირველებს" ეუბნება, სწორედ ვაკო თურნავა ითვლება საქართველოში კრიპტობიზნესით დაინტერესებულ პირად და "ჰაიტეკის" მიმართულებით მომუშავე ადამიანა. 

ძიძიშვილის თქმით, საქართველოში "ოცნების" პირობებში კრიპტობიზნესთან დაკავშირებული ბევრი ქვეყნის შავი ფული მოძრაობს ქვეყანაში, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ რუსი მილიარდელიც სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდეს თბილისში. 

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ვაკო თურნავა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, "ჰაიტეკის" მიმართულებით მომუშავე ადამიანად, რადგანაც თვითონაც ჰქონდა ინტერესები მსგავსს სფეროში - იქნებოდა ეს კრიპტოსფერო თუ კომპიუტერული ტექნოლოგიები და ამ მიმართულებით ინვესტიციები, ამიტომ, თავისუფლად შეიძლება იყოს, რომ ეს ამასთან იყოს დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაც დღეს საქართველოში აქვს შექმნილი "ოცნებას" იმიტომ, რომ ფაქტობრივად უკონტროლო პროცესი არსებობს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ალბათ ამ წუთას ქვეყნის შიგნით, იმიტომ, რომ ბევრი ქვეყნის, მარტო რუსეთის არა, ამ კუთხით ირანიც ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ქვეყნის შავი ფული მოძრაობს ქვეყანაში", - ამბობს დავით ძიძიშვილი. 

ის რომ პაველ დუროვის რეპუტაციის შესახებ ბევრი კითხვა არსებობს,  "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებლის, გიორგი მელაშვილის თქმით, ამაზე მეტყველებს რუსი მილიარდერის წინააღმდეგ აღძრული საქმეები იგივე საფრანგეთში - საუბარია ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეებსა და  ნარკოტიკების ტელეგრამით გავრცელებაზე.

ასევე მას ჰქონდა წარუმატებელი პროექტი - საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის მცდელობა და ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ოპერირებული მთელი რიგი გაცვლითი ბირჟები იყო დასანქცირებული გაერთიანებული სამეფოს მიერ - ამბობს მელაშვილი. 

დუროვი არის საკმაოდ ორაზროვანი ფიგურა. მას უკავშირდება ერთის მხრივ ტელეგრამ სერვერების გამოყენება და მათი მიწოდება "ეფესბეს"-თვის. მეორეს მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში საფრანგეთი იყო დაინტერესებული მასთან თანამშრომლობით, რის გამოც ის იყო საფრანგეთში დაჭერილი - მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი იყო საბავშვო პორნოგრაფია, იყო მათ შორის ნარკოტიკების გავრცელება ტელეგრამის მეშვეობით. ასევე მას ჰქონდა წარუმატებელი პროექტი - საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის მცდელობა და ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ოპერირებული მთელი რიგი გაცვლითი ბირჟები იყო დასანქცირებული გაერთიანებული სამეფოს მიერ. აქედან გამომდინარე, ასეთი ორაზროვანი, ეროვნებით რუსი პირის ჩამოსვლა საქართველოში, რა თქმა უნდა, ბადებს სერიოზულ ეჭვებს - ხომ არ იქნება ეს დაკავშირებული ერთის მხრივ, რუსეთის მხრიდან თავის არიდების მცდელობასთან, მეორე მხრივ, ტელეგრამი არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მესენჯერი - ჯერ ერთი ის ატყუებდა საკუთარ მომხმარებლებს, ვითომდა იყენებდა ორმხრივი დაშიფვრის ტექნოლოგიას, რომელსაც ის არ იყენებდად ა მეორეს მხრივ, ტელეგრამი გახდა ყველა კრიმინალური საქმიანობის ერთ-ერთი გამტარი მესენჯერი", - ამბობს გიორგი მელაშვილი. 

რუსი მილიარდერი და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისშია - მასთან ერთად გადაღებული ფოოტები "ოცნების" დეპუტატნმა, ვაკო თურნავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.