სროლა თბილისში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

25.06.26 18:08
სროლა თბილისში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

 

 

სროლა იყო რამდენიმე საათის წინ თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, გვიან ღამით, დაისის ქუჩაზე ცეცხლსასაროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, გიორგი მჭედლიშვილს უცნობმა პირებმა რამდენჯერმე ესროლეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. "ტვ პირველის" ინფორმაციით, გაქცეულ დამნაშავეს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს. 

რაც შეეხება დაზარალებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ბიჭი დაჭრესო, პოლიციამ თქვა თვითონ. დიდი ხანი იყვნენ ადგილზე პოლიციელები დილის აქეთ იყვნენ და გადაკეტუილი ჰქონდათ", - ამბობენ ადგილობრივები. 

დაისის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომხდარზე გამოძიება 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.