საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ქალი გადმოვარდა და დაიღუპა
ტრაგედია მოხდა ცოტა ხნის წინ საუნივერსიტეტო კლინიკაში - არსებული ინფორმაციით, შენობის მეოთხე სართულიდან ვარდნის შედეგად 51 წლის ქალი დაიღუპა.
ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.
რა მოხდა სამედიცინო დაწესებულებაში უცნობია. საუნივერსიტეტო კლინიკაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც ადგილზე "პირველებს" თვითმხილველები ეუბნებიან, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქალი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გადმოიყვანეს.
რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
განახლება 20:00 - "პირველების" ინფომაციით საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსები საგამოძიებო უწყებაში არიან გადაყვანილი და მომხდარის შესახებ იკითხებიან.