ელენე ხოშტარია ციხეში ექიმმა მოინახულა

25.06.26 18:49
ელენე ხოშტარია ციხეში ექიმმა მოინახულა

ელენე ხოშტარია ციხეში ექიმმა მოინახულა - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, დაპატიმრებულ ქალ პოლიტიკოსთან, რომლის ჯანმრთელობა იურისტების თქმით მკვეთრად გაუარესებულია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედიცინის დოქტორი მაკა იოსელიანი იყო შესული. 

დეტალებზე ექიმი თავად ისაუბრებს - 20:00-ზე მედიცინის დოქტორი განცხადებას გააკეთებს. 

მანამდე ცოტა ხნით ადრე, ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ ექიმს უკვე ნებართვა მიღებული ჰქონდა და ელენე ხოშტარიასთან უნდა შესულიყო.  

  • ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში "დროას" ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 
  •  "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება" - თქვა მაშინ ადვოკატმა. 
  • იურისტის განცხადებას "დეზინფორმაციაა" უწოდა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყებაში თქვეს, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა. პატიმარი კი ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები