“თქვენ მფარველობდით ფარცხალაძეს“ - ოპოზიციამ პარლამენტში მისულ გაბიტაშვილს წარსული შეახსენა

25.06.26 18:56
“თქვენ მფარველობდით ფარცხალაძეს“ - ოპოზიციამ პარლამენტში მისულ გაბიტაშვილს წარსული შეახსენა

 

 

 

ფულის შესაძლო გაფლანგვის ფაქტები რეგიონებში და 17 საქმე პროკურატურაში გამოსაძიებლად - გიორგი გაბიტაშვილი ოპოზიციის კითხვებს აუდიტის არსებული ანგარიშების შესახებ რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდა. 

ოპოზიციის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, იმ დროს როცა ქვეყანაში მოქალაქეებს გზა, წყალი და კანალიზაციაც კი არ აქვთ, აქვს თუ არა იმის რესურსი გენერალურ აუდიტორს, რომ შეამოწმოს, არის თუ არ პოლიტკური გავლენა ფულის განაწილებასა და საერთო რესურსებზე.

რატომ არ აქვთ საქართველოში მოქალაქეებს გზა, წყალი, კანალიზაცია, იმიტომ რომ, ვისაც არ ეზარება ყველა იპარავს. რამდენად ქმედითი ხართ და შეგიძლიათ შეამოწმოთ პოლიტიკური გავლენა, საერთო რესურსების და ფულის განაწილებაზე , - ჰკითხა სოფიო ხორგუანმა.

გაბიტაშვილის თქმით, აუდიტი ვერ დაიბარებს რომელიმე გამგებელს და ვერ დაუწყებს კითხვების დასმას, ასეთი უფლებამოსილება არ აქვს.

აუდიტი ვერ დაიბარებს რომელიმე გამგებელს და ვერ დაუწყებს კითხვების დასმას, ასეთი უფლებამოსილება არ აქვს. თორე მე კითხვების დასმა, წინა პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი, თუ მომანიჭებთასეთ უფლებამოსილება, დარწმუნდებით, რომ შემდეგ შეიცვლება რეკომენდაციების შესრულების პროცენტი, თან რადიკალურად. ეს არის ჩემი პასუხი ამ კითხვაზე და დავასრულოთ, რატომ ვერ სრულდება რეკომენდაციები, არ გვაქვს სათანადო ბერკეტები, მომეცით ბერკეტი და შევასრულებ, - თქვა გაბიტაშვილმა.

ოპოზიციამ დღეს პარლამენტში მისულ გიორგი გაბიტაშვილს შეახსენა, რომ აქამდე მის ხელში იყო პროკურატურა, მაგრამ ოთარ ფარცხალაძის საქმეც კი ვერ გამოიძია.

პირადად თქვენ ხართ მიზეზი, რომ ეს ნდობა შერყეულია, იმიტომ, რომ 2024-25 წლებში, თქვენ იკავებდით გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლი იყო უკანონო დაკავებების, ჩხრეკების, აღმოჩნდა, რომ მფარველობდით ფარცხალაძეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი გენერალური პროკურორობის დროს  თურმე ღარიბაშვილის და ლილუაშვილი იყვნენ ჩართული კორუფციაში, - უთხრა მას ფილფანმა.

თქვენ ბრძნდებით არა სამშობლოს სიყვარულისთვის, არამედ ადამიანის უფლებების უმწვავესი და უმძიმესი დარღვევების დროს, დუმილის გამო. თქვენ რატომ ვერ აღმოაჩინეთ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ქოლცენტრები, გვიპასუხეთ, - ჰკითხა ტატა ხვედელიანმა.

როდესაც დანაშულებრივი სინდიკატი ყალიბდებოდა, ბატონი ფარცხალაძის მეთაურობით, თქვენ როგორც გენერალური პროკურორის ჯერ მოადგილე, შემდეგ კი თავად პროკურორი, რას აკეთებდით? - ჰკითხა ქეთევან ბაკარაძემ. 

რაზედაც გიორგი გაბიტაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

ფარცხალაძესთან დაკავშირებით გიპასუხებთ, რომ მე არავის კადრი არ ვარ, ამ სახელისუფლებო გუნდის წევრი და მიკავია გენერალური აუდიტის თანამდებობდა, როდესაც გამოვლინდა კონრკეტული პირის ქმედებაში, კონკრეტული დანაშაული, მაშინევ მაოხდინა სახელმწიფომ რეაგირება. ეს შეკითხვები ალბათ უფრო სამართალდამცავ ორგანოებს უნდა დაუსვათ.

გიორგი გაბიტაშვილისთვის წარსულის შეხსენების შემდეგ,  “ქართული ოცნების“ წევრებმა გადაწყვიტეს მისი დაცვა და ამტკიცებდნენ, რომ სანქციები არ აწუხებთ და მეტიც, “სასაცილოა.“

საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025 წლის ანგარიში წარადგინა, საიდანაც გაირკვა, რომ  ₾36.5 მილიონის არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვა  გამოვლინდა, რის გამოც 17 საქმე პროკურატურაშია გაგზავნილი. 

გაბიტაშვილის თქმით, აქედან 17 საქმიდან 4 დაერთო უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე.