ბრალდებულები ადვოკატების გარეშე - რას ემსახურება პოლიტიკოსების პროცესიდან იურისტების გაძევება

25.06.26 20:10
ბრალდებულები ადვოკატების გარეშე - რას ემსახურება პოლიტიკოსების პროცესიდან იურისტების გაძევება

 

 

ოპოზიციის დევნის საქმეზე მოსამართლე თამარ მახარობლიძე განაჩენის გამოცხადებას ჩქარობს - ეს განცდა დარჩათ პოლიტიკოსებს დღევანდელ სასამართლო სხოდმაზე. მეორე სხდომაა მსაჯული ერთმანეთის მიყოლებით ადვოკატებს სხდომათა დარბაზიდან აძევებს. პროცესი მოსამართლემ დღეს გვარამიას ადვოკატს დიტო საძაგლიშვილს მხოლოოდ იმის გამო დაატოვებინა, რომ უფლებადამცველი პოზიციის დაფიქსირების უფლების გამოყენას ითხოვდა.

მოსამართლე მახარობლიძემ საძაგლიშვილის სხდომიდან გაძევების შემდეგ ყველა ბრალდებულს ნების საწინააღმდეგოდ საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.  სასამართლოს ამ ნაბიჯის შემდეგ პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მალე პროცესებიდან ბრალდებულებიც კი გააძევონ.

რაც შეეხება დღეავნდელ მოწმეს - ოპოზიციის დევნის საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში პოლციიელი მიიყვანა ივანე მაქაცარია. ის ძალუვან უწყებაში რიგითი გამომძიებელი იყო. ადვოკატების თქმით, ნიკა მელისასა და ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემდეგ მაქაცაია უკვე ბათუმის საგამოძიებოს უფროსად დაინიშნა. 

პროკურატურის მოწმემ ვერ უპასუხა კითხვას - თუ დანაშაულის შესახებ ნამდვილად გაიგო, რატომ არ დაწერა პატაკი, რატომ არ მოითხოვა გამოძიების დაწყება ძალადობრივ მოწოდებებზე და ჩვენება მხოლოდ მას შემდეგ რატომ მისცა, როცა გამოკითხვაზე დაიბარეს.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.