რა მისიით ჩამოვიდა თბილისში vkontact.ru და ტელეგრამის შემქმნელი რუსი მილიარდერი?
ტელეგრამის და რუსული vkontact.ruს დამფუძნებელი მილიარდერი თბილისშია. პაველ დუროვი "ქართული ოცნების" დეპუტატთან ერთად ჯერ მთაწმინდის პარკში დააფიქსირეს, შემდეგ კი ფოტოები დუროვთან ერთად ვაკო თურნავამ თავად გაასაჯაროვა. აქედან ვიგებთ, რომ ვიზიტის ფარგლებში თურნავამ და დუროვმა იმგზავრეს პერსონალური თვითმფრინავითაც. ამავე დღეს გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს კახა კალაძეც, თუმცა დადასტურებით არ ვიცით, მასპინძლობდა თუ არა კალაძე დუროვს.
პაველ დუროვი რუსული ქსელი ვკონტაქტეს დამფუძნებელია და ტელეგრამის მფლობელია. ოფიციალურად, დუროვი აცხადებს, რომ დამოუკიდებლია და კრემლთან არ თანამშრომლობს, თუმცა კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს, გამომძიებელ ჟურნალისტებსა და დასავლურ/სპეცსამსახურებს ეჭვი აქვთ, რომ ეს ასე არ ხდება. 2018 წელს რუსეთმა ტელეგრამი დაბლოკა, რადგან დუროვმა დაშიფვრის გასაღებები არ გადასცა. თუმცა, 2020 წელს კრემლმა ბლოკირება მოულოდნელად მოხსნა და განაცხადა, რომ ტელეგრამთან „ექსტრემიზმთან ბრძოლაში“ თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწიეს.
რა კავშირის აქვს ტელეგრმის მფლობელს ქართული ოცნების დეპუტატთან? ვაკო თურნავა დღეს პარლამენტში იყო, თუმცა მას შემდეგ რაც მის კოლეგებს კითხვები დუროვის ვიზიტზე დავუსვით, ის მედიასთან არ გამოჩენილა.
პაველ დუროვი 2024 წელს საფრანგეთში დააპატიმრეს. მას ბრალი 12 მუხლით წაუყენეს და ჩამონათვალში იყო ისეთი მძიმე დანაშაულები როგორიცაა ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების, ნარკოტიკით ვაჭრობის და ორგანიზებული დანაშაულების ხელშეწყობა. კიბერდანაშაულში მხილებულმა მილიარდელმა ციხე 5 მილიონის გადახდის შემდეგ დატოვა, თუმცა მისი პერსონის მიმართ კითხვები დღემდე არსებობს
დღის ბოლოს ვაკო თურნავამ ბიზნეს ინსაიდერს განუცხადა, რომ პაველ დუროვთან საქართველოს აიტი სექტორის საინვესტიციო პოტენციალზე მსჯელობს. თუმცა საეჭვო რეპუტაციის მქონე ბიზნესმენის ვიზიტის უკან უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები უფრო მეტს ხედავენ. თეონა აქუბარდია ეჭვობს, რომ ეს შეიძლება იყოს სატესტო ვიზიტი, ანუ რუსეთი შესაძლოა ახლა არკვევდეს, რამდენად უსაფრთხო გარემოა საქართველოში რუსული შავი ფულისთვის.