სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს - ძებნაა გამოცხადებული მიხეილ ჩოხელზე

26.06.26 10:26
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს - ძებნაა გამოცხადებული მიხეილ ჩოხელზე

 

 

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულები წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში გაუშვეს - პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. 

საქმე ეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეს, სადაც დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. 3 პირს შორის არის ყოიფლი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელიც. 

  • ის წლების წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. მისი სახელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეშიც ფიგურირებს. გასულ წელს ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის სახლიდან თითქმის 3 მილიონი დოლარი ამოიღეს.

პროკურორის თქმით, მიხეილ ჩოხელის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა არა მარტო ჯგუფურად არასამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებითაც დამამძიმებელ გარემოებაში.

დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ბრალდებულ ჩოხელს სამეწარმეო საქმიანობა მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს არ განუხორციელებია. (საუბარია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობსი პერიოდზე)

ბატონო მიხეილ ჩოხელის ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობა იყო კანონიერი, კანონთან შესაბამისიდა რაიმე სახის არათუ დანაშუალი, არათუ გადაცდომა არ ჩაუდენია

როდესაც ის იყო საჯარო მოხელე, მას რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია", - ამბობს ადვოკატი.  

"პირველების" ინფორმაციით, ამავე საქმეზე დაკავებული ორი პირი მიხეილ ჩოხელის მეგობარია, თუმცა ერთ-ერთის  ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ჩოხელთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არც მის კომპანიას კურირებდა. 

კომუნიკაცია არ ყოფილა. შესაძლაო იცნობდა, მაგრამ ამ დოზით რაიმე სახის ინფრომაციის გაცვლა ჩვენს შორის არ ყოფილა", - ამბობს დაკავებული პირის ადვოკატი. 

გუშინ, სასამრთლო სხდომის დასრულებსი შემდეგ, სახელმწიფო მბრალმდებელს "პირველებმა ჰკითხა, სწავლობს თუ არა პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის რაიმე სახის კავშირს სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, რაზეც გრიგოლ ნიშნიანიძემ თქვა, რომ თუ გამოძიების ეტაპზე რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი, პროკურატურა გადაწყვეტილების მიღებას არ დააყოვნებს.

გრძელდება გამოძიება და შესაბამისად, თუკი ვინმეს რაიმე შემხებლობა დადასტურდება, თუკი საგამოძიებო ორგანო და გამოძიება სრულყოფილი და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მოითხოვს იმ საჭიროებას, რომ საქმესთან კავშირში მყოფი ყველა პირი გამოიკითოს, რა თქმა უნდა, ამ საგამოძიებო მოქმედებებს ჩავატარებთ და თუკი იქნება რაიმე მტკიცებულება მოპოვებული, რომ ამ დანაშაულებრივ სქემაში ზემოაღნიშნული ბრალდებულების გარდა სხვა პირებიც იკვეთებიან, რა თქმა უნდა გადაწყვეტილების მიღებას არ დააყოვნებს ბრალდების მხარე", - განაცხადა პროკურორმა. 

ამავე საქმეზე ბრალდება ასევე წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას, მათ მიმართ სასამართლომ საპატიმრო ღონისძიება არ გამოიყენა.

"სასამართლომ ჩვენი დასაბუთება სრულად გაიზიარა და ყველა ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი სახე - პატიმრობა. რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები არიან დაკავების გარეშე, მათ მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული მათგანი გამოძიების ეტაპზე აღიარებს მათთვის ბრალად შერაცხილ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, ამავდროულად, თანამშრომლობს გამოძიებასთან და უთითებენ იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და შესაბამისი როლები ჰქონდათ განაწილებული," - განაცხადა საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სხხდომის დასრულების შემდეგ.

24 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართული ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ  სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრი დააკავეს, 3 პირზე კი ძებნა გამოცხადდა.

დაკავებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მაღალჩინოსნები. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი 7 წლის განმავლობაში უკანონო საქმიანობას ეწეოდა და 53 მილიონ ლარზე მეტს დაეუფლა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ფართომასშტაბიანი ქსელი ქვეყანაში 2018–2025 წლებში მოქმედებდა. პროცესს კი ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.