"ქურდული გარჩევების" საქმე - ძმები წულუკიძეების პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება
"ქურდული გარჩევების" საქმე - ძმები წულუკიძეები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკური პოზიციის გამო ისჯებიან. ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული ძმების პროცესი უკვე დაიწყო.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში გააგრძელა.
ბრალდებულების თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ღია, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა მტკიცებულებები აქვს სახელმწიფო ბრალდებას მათ წინააღმდეგ.
ბრალდების მხარემ ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ისინი სასჯელაღსრულებსი დაწესებულებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებენ.
რაც შეეხება ძმებს წულუკიძეებს - მისი უფლებდამცველი და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ არ შესთავაზეს საპროცესო, თუმცა საპორცესოზე ძმები მაინც თანახმანი არ არიან, რადგან ამტკიცებენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.
იმის საფუძველზე დააპატიმრეს, რომ არიან ოპოზიციურად განწყობილები, აქტიურად იყვნენ ჩართულები აქციებში და ა.შ. წინა სასამართლო სხდომაზე საპროცესოები გაიფორმეს ადამიანებმა, რომელბსაც ედავებოდნენ მიმართავს და ხელშეწყობას. საპროცესოს სთავაზობ ყველას ფაქტიურად, ჩვენს გარდა. თუ ადამიანს ურეკავ და დახმარებას სთხოვ და ეს ადამიანი ამ მთავრობისთვის მიუღებელი პირი, შეიძლება ეს ადამიანები გაასამართლონ როგორც ქურდული სამყაროს წევრები. პროცესი დახურულია, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ისეთი აბსურდული მტკიცებულებებია, არ უნდა მოისმინონ, - განაცხადა წულუკიძის მეუღლემ.
- ბათუმში სპეცოპერაციის დროს აყვანილ პირებს „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ ბრალდება. სულ დაკავებულია 72 პირი.
შსს-ს მტკიცებით, დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.