სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

26.06.26 11:01
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

 

 

სააფთიაქო ნარკომანიისა და ფსიქტოროპუილი მედიამემტების შავი ბაზრის სკანდალურ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული  ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ირაკლი მხეიძეა. "პირველებისთვის" დეტალები ღამის სასამართლო პროცესიდან გახდა ცნობილი.

ირაკლი მხეიძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს იყო, თუმცა ამ კონკრეტულ საქმეში საუბარია იმ პერიოდზე, როცა ბრალდებული სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო.

ირაკლი მხეიძეს გამოძიება სასამხურეობრივი უფლებამოსილების პირადი გამორჩენის მიზნით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გამოყენებას ედავება.

როგორც საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა, ყოფილი საჯარო მოხელე დანაშაულებრივი ჯგუფს ხელს უწყობდა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციაში.

ბრალდება წარედგინა 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სასამხურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პირადი გამორჩენის მიზნით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე მათ ხელს უწყობდა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციაში და არ ახორციელებდა შესაბამის სამართალდარღვევებზე შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა გრიგალაშვილმა. 

საქმის პროკურორს "პირველებმა" ჰკითხა, შესაძლაო თუ არა ირაკლი მხეიძის ზემდგომი პირების პასუხისმგბელობის საკითიც დადგეს - იგივე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის. 

სახელმწიფო მბრალმდებელის თქმით, საქმეზე საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. 

ასეულობით პირია ამ საქმეზე გამოკითხული, მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პირი, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონდეს ზემოაღნიშნულ დასახელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან, რა თქმა უნდა იქნებიან გამოკითხულები და გამოკითხული პირების მიმართაც თუ რაიმე მტკიცებულებები იქნება და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან დანაშაულის ნიშნები, პროკურატურა, რა თქმა უნდა, პორკურატურა მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას", - განაცხადა პროკურორმამა. 

ირაკლი მხეიძის ადვოკატის თქმით, გამოძიებას ამომწურავი პასუხები გასცეს. უფლებადამცველის განცხადებით, სააფთიაქო ნარკომანიის საქმეს საგამოძიებო უწყება სამი წლის განმავლობაში იძიებს. 

ჩვენ ამ ეტაპზე რისი განხილვაც იყო, ამომწურავად გავეცით პასუხი. ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსს როცა იყო, მაგ პერიოდზეა საუბარი, სულ 7 თვე ამ პოზიციაზე და ეს გამოძიება სამი წელია მიმდინარეობს", - ამბობს მხეიძის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.

  • 24 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართული ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ  სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრი დააკავეს, 3 პირზე კი ძებნა გამოცხადდა. საგამოძიებოში სახელები და გვარები არ დაუსახელებიათ. 

სხდომა საქალაქო სასამართლოში, სადაც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, გვიან ღამემდე გაგრძელდა.  მოსამართლე მზია გარშაულაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს ადვოკატებმა, თუმცა მსაჯულმა საქმე არ აიცილა.

ბოლოს მოსამართლემ პროცესი დახურა, დამსწრეები და ჟურნალისტები დარბაზიდან გაუშვა - მოტივი პროკურორის შუამდგომლობა გახდა -სახელმწიფო ბრალდებამ "დარბაზიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები" გააპროტესტა. 

რამდენიმე საათიანი პროცესის შემდეგ, ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდათ - ძებნა გამოცხადა ასევე 3 პირზე, რომლთა შორის ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელია. 

  • 24 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართული ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ  სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრი დააკავეს, 3 პირზე კი ძებნა გამოცხადდა.
  • დაკავებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მაღალჩინოსნები. 
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი 7 წლის განმავლობაში უკანონო საქმიანობას ეწეოდა და 53 მილიონ ლარზე მეტს დაეუფლა. 
  • გამოძიებით დადგინდა, რომ ფართომასშტაბიანი ქსელი ქვეყანაში 2018–2025 წლებში მოქმედებდა. პროცესს კი ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები.
  • გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები