თემურ უგულავა დაკრძალეს

28.06.26 16:34
თემურ უგულავა დაკრძალეს

თემურ უგულავა დაკრძალეს. 56 წლის ასაკში გარდაცვლილი ბიზნესმენის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშუაეთის ეკლესიაში შედგა. 

ნიუ იორკის კლინიკაში, ფილტვის სიმსივნით გარდაცვლილ უგულავას დღეს პატივი  უამრავმა ადამიანმა მიაგო. 

თემურ უგულავა იყო ბიზნესმენი, რომელმაც თბილისის თანამედროვე იერსახე შეცვალა. სწორედ მის სახელს უკავშირდება დედაქალაქის ყველაზე პოპულარული და სავიზიტო სივრცეების შექმნა.

მსგავსი სიახლეები