სტიქაროსნის გარდაცვალება - დააკავეს სამი პოლიციელი
თერჯოლაში სტიქაროსნის, თემურ ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე საქართველოს პროკუტატურამ სამი პოლიციელი დააკავა. ამის შესახებ ოჯახის ადცოკატი ლედი ტუკვაძე იუწყება.
- ორი წელია, თემურ ხადურის დედა აქციებით იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, ვინც სტიქაროსნის დევნის ოპერაციას ახორციელებდა. ოჯახის მტკიცებით, თემო ხადური სწორედ ამ დროს გარდაიცვალა, თუმცა საქმე ჩაფარცხეს და უბედურ შემთხვევად გაასაღეს.
მადლობა საქართველოს პროკურატურას!!! მთავარ პროგურორს გიორგი გვარაკიძეს!!! დასავლეთ საქართველოს პროკურორს ზაზა მეტონიძეს!!! ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილს, გიორგი ხაჩიძეს ყველა მედია საინფორმაციო გამოშვებას, განსაკუთრებული მადლობა ნოდარ მელაძეს და მის გუნდს .... ორი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ თემურ ხადურის საქმეზე, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დაკავებულია!!, - წერს ტუკვაძე სოციალურ ქსელში.
23 წლის თემურ ხადურის ცხედარი თერჯოლის სოფელ სიმონეთთან 2024 წლის 28 აგვისტოს იპოვეს. ოჯახი პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ თემურ ხადური სამართალდამცველებმა მოკლეს.
ოჯახის წევრების თქმით, თემურ ხადურმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც პოლიცია მას დაედევნა. დადევნებიდან რამდენიმე წუთში მისი კვალი წყდება.
ოჯახი ხადურს 3 დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც მწყემსმა მისი ცხედარი მდინარეში იპოვა. ოჯახი ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნის თანახმად, მის ცხედარს დაზიანებები ჰქონდა.
თემურ ხადურის დედა, ნინო გვიშიანი ეჭვობს, რომ ბიჭს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს და „შემოაკვდათ“, რის შემდეგაც ის მდინარეში გადააგდეს.
23 წლის ბიჭის გარდაცვალბის საქმეზე ჟურნალისტური გამოძოება "ნოდარ მელაძის შაბათმა" ჩაატარა და კამერის ჩანაწერებიც მოიპოვა.