“ოცნების“ მთავრობა დამატებით 164 ავტომობილის შეძენას გეგმავს

29.06.26 13:36
“ოცნების“ მთავრობა დამატებით 164 ავტომობილის შეძენას გეგმავს

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა ახალმა უწყებამ "ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ" ახალი ავტომობილების შესყიდვის მიზნით კიდევ ერთი მსხვილი ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც 164 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვა იგეგმება.

ინფორმაციას BM.GE  ავრცელებეს.

გამოცემის ცნობით, ავტომობილების სავარაუდო ღირებულებად 10.16 მილიონი ლარი არის მითითებული, რაც ერთ ავტომობილზე 61,950 ლარს შეადგენს.

ტენდერის ფარგლებში ყველაზე მეტი - 85 ერთეული ავტომობილი შემოსავლების სამსახურს გადაეცემა, 29 ავტომობილი - თავდაცვის სამინისტროს, 10 - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, 10 კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

აღნიშნული ტენდერებით მოთხოვნილია, რომ შესასყიდი ავტომობილები 2026 წელს იყოს წარმოებული.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა სახელმწიფოს უნდა წარუდგინონ დოკუმენტაცია მწარმოებლის ოფიციალური დილერის ხელშეკრულების, ასევე ავტომობილების სერვისის გაწევის შესახებ, რაც 150,000 კილომეტრზე საგარანტიო მომსახურებასაც მოიცავს.

კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 1-2 ივლისს შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები