ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას მოსამრთლე თამარ მჭედლიშვილმა 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
საქმე ეხება ზვიად კურპავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელიც გამოძიებამ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებად დააკვალიფიცირა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი 4 ოქტომბრის აქციებამდე რამდენიმე დღით ადრე, 1 ოქტომბერს დააკავეს.
რას ედავებიან კუპრავას:
- ზვიად კუპრავას ბრალი სსსკ-ის 317-ე და 353-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.