ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა “ოცნებამ“ მეორეხარისხოვან ნივთად აქცია - მეგი დიასამიძე
აქტივისტი ქალი, მეგი დიასამიძე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ელენე ხოშტარია სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დამაკმაყოფილებელი.
დიასამიძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მეორეხარისხოვან ნივთად აქცია, რაც მიუღებელია.
მხარდაჭერას ვუცხადებ ელენე ხოშტარიას აქედანაც, ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა, რომ ჯანმრთელი იყოს ეს ადამიანი. დღევანდელი შეხვედრიდან ერთადერთი რასაც ვისურვებ არის ის, რომ გადაიყვანონ კლინიკაში, ისეთ კლინიკაში, სადაც შესაბამისი კვლევევი ჩატარდება. ფუნდამენტურია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც “ქართულმა ოცნებამ“ მეორეხარისხოვან ნივთად აქცია, თუმცა ჩვენ არ ვაქცევთ. ამიტომ, ერთადერთი, რაც არის დღეს აცულებელი, ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანაა ჩემთვის, - განაცხადა მეგი დიასამიძემ.