მილიონები პატიმრების კვებიდან - კორუფციის მკვლევარები სუს-ის ინტერესებზე საუბრობენ

29.06.26 21:13
მილიონები პატიმრების კვებიდან - კორუფციის მკვლევარები სუს-ის ინტერესებზე საუბრობენ

 

 

როგორ აღმოჩნდა პატიმრების კვება სუს-ის "ოდეერის" (ОДР) კომპანიის ხელში? - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს, 152-მილიონიანი შესყიდვა ბიუჯეტიდან შპს გიორგი 2020-მა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც მეწილეებს შორის სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ლეთოდიანი გამოჩნდა. ის თავად ადასტურებს, რომ ბიზნესში სუს-დან წავიდა.

ირაკლი ლეთოდიანს იმ კომპანიის წილში, სადაც ახლა მილიონები ბრუნავს, ოფიციალურად არაფერი გადაუხდია. ამტკიცებს, რომ წილი აჩუქეს. შპს გიორგი 2020 პატარა რესტორან "მეგობრებს" მართავს და ირაკლი ლეთოდიანის ამ ბიზნესში გამოჩენამდე სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობდა.

აღმოსავლეთ საქართველოს 10 ციხის კვების შესყიდვის ქრონოლოგია ასეთია  -  სუს-ის ყოფილ თანამშრომელს ჯერ უფასოდ წილს უფორმებენ, შემდეგ კომპანია იღებს პირდაპირ გაფორმებულ 11 მილიონიან შესყიდვას, პატიმრებს დროებით აწვდის საკვებს და ეს გახდება შპს გიორგი  2020-ისთვის გამოცდილებაც და შესაძლებლობაც აღმოსავლეთ საქართველოს ციხეების კვება ჩაიბაროს. შესყიდვაში კომპანია უკონკურენტოდ იმარჯვებს. მკვლევარი ბესო დონაძე, რომელმაც დოკუმენტები შეისწავლა ამბობს, რომ ლეთოდიანის გვარის უკან სუს-ის და სხვა მაღალჩინოსნების ინტერესებია.

დეტალებით ლიკა ჯანყარაშვილი