ელენე ხოშტარიას დედა პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანაზე პენიტენციურის თანხმობის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

29.06.26 20:22
 ელენე ხოშტარიას დედა პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანაზე პენიტენციურის თანხმობის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

 

 

კოალიცია "ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, დაკავებული პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და ექიმებს მადლობას უხდის. 

ირინა გუნცაძის თქმით, ის ექიმების გარდა მადლობას ვერავის ვერ ეტყვის. 

ეს იყო წამება ნამდვილი და ერთადერთი უუღრმესი მადლობა ანის ქავთარაძეს და მაკა იოსელიანს, ღირსეული ექიმი, რომელმაც გადიტანა ეს ყველაფერი, ვერავის სხვას მე მადლობას ვერ ვეტყვი. ელენე არის მაგარი, კარგად დაიმახსოვრეთ ეს," - ამბობს ირინა გუნცაძე.