ხალხი ხოშტარიას ირგვლივ გაერთიანდა - რა ხდებოდა გადაწყვეტილების მიღებამდე

29.06.26 20:29
ხალხი ხოშტარიას ირგვლივ გაერთიანდა - რა ხდებოდა გადაწყვეტილების მიღებამდე

 

 

გადაიყვანენ თუ არა ელენე ხოშტარიას ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში ზუსტი დიაგნოზის დასასმელად - უკვე ერთ კვირაა, ამ თემაზე დებატები პენიტენციურ სამსახურსა და ხოშტარიას მკურნალ ექიმებს შორის მიდის. დღეს მაკა იოსელიანმა ხოშტარიას ციხეში კიდევ ერთხელ მოინახულა და ამის შემდეგ ციხეების შეფთან შესახვედრად მივიდა, ვიდრე დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიდიოდა აქცია იყო გარეთ. 

97 წლის კინოერეჟისორი, ლანა ღოღობერიძე დღეს ქუჩაში აქციაზე ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად იდგა. ხელოვანი რომლის ხელშიც საქართველოს ისტორიის ყველა მნიშვნელოვანმა მოვლენამ გაიარა, ამბობს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა წლების წინ თუ ქვეყანა. ისევ ამ დღეში  აღმოჩნდებოდა. 

ელენე ხოშტარია, ციხეში სასჯელს კახი კალაძის ბანერზე ფლომასტრით გაკეთებული წარწერა რუსოს გამო იხდის. საარჩევნო ბანერი დიდი ხანია სანაგვეზეა ხოშტარია კი ციხეში გაუშვეს, იმ დროს როდესაც კრიმინალები ქუჩაში დადიან და ხალხის ცემასა და წამებაში მხილებულ პირები პასუხისგებაში არ მიუციათ ხოშტარიას პატიმრობა დღეს აქციაზე შეკრებილებისთვის შურისძიებაა და სხვა არაფერი. 

დეტალებით ირაკლი ბახტაძე