გიგა ავალიანის დედა ეკატერინე ხვედელიძეს გვერდში დგომას სთხოვს

29.06.26 21:40
გიგა ავალიანის დედა ეკატერინე ხვედელიძეს გვერდში დგომას სთხოვს

 

 

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში live-მიმართვას ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს სთხოვს გვერდში დაუდგეს. 

ეკა კუპატაძის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედასთან მივიდა, რათა მხარდაჭერა ეთოვა, როგორც შვილმოკლული დედას 4 შვილის გამზრდელი დედისთვის. 

მე მოვედი ბატონ ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან და მივმართავ ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძეს: მე დღეს თქვენ სახლთან მოვედი იმიტომ, რომ  ვერ მოგაწვდინეთ ვერსაიდან ჩემი ხმა, დღეს თქვენ ჩემგან მოისმენთ ყველაზე ხმადაბალ, მაგრამ ყველაზე ხმამაღალ და სასტიკ, საშინელ პროტესტს. მიცნობთ ალბათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ მე ვარ მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტოთ, ყველაზე სასტიკად მოკლული გენიოსი, სპეტაკი, ჯანსაღი ახალგაზრდა ექიმის, გიგა ავალიანის დედა. [...]

ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა, ამიტომ მე დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების, 4 შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ... თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა გამწარებულ დედას. გთხოვთ დამიდექით გვერდით. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის," - ამბობს ეკა კუპატაძე.