რუსული ფულის სკანდალი - ახალი დეტალები სუსის უფროსის მაღალჩინოსნის სასამართლოდან
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩამორთმეული არადეკლარირებული 40 000 000 რუბლი [ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი] რუსეთის მოქალაქე სოსლან კულუმბეგოვს ეკუთვნოდა.
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც ლევან ახობაძის აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, მედიისთვის არაერთი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი.
ირკვევა, რომ სოსლან კულუმბეგოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილის საქმეზე გამოკითხული საერთოდ არ არის.
"პირველების" ცნობით, გამოკითხულია მხოლოდ ის კერძო მეწარმე, ვისაც სუს-ის ექს-მაღალჩინოსანმა ქრთამის სახით 250 000 ლარი, მისივე კაბინეტში გამოართვა.
სასაამრთლო სხდომის დასრურლების შემდეგ "პირველები" შეეცადა ყველა კითხვა საქმის პროკურორისთვის დაესვა.
ანი ლეკიაშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ პირს, ფული ლევან ახობაძის ჩართულობით მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც მან დავების საბჭოში განცხადება შეიტანა.
გარკვეული პირების, შუამავლების მეშვეობით მოხდა მისთვის ფულის გადაცემა დაზარალებულის მხრიდან. სწორედ ეს შუამავლები არიან გამოკითხულები. გარკვეული თანხა შემოჰქონდა გარკვეულ პირს საზღვარზე, რომელიც ჩამოერთვა, საბაჟო წესების დარღვევის გამო. შემდეგ გადაისინჯა თანხის ჩამორთმევის საკითხი შესაბამისი დავების საბჭოს მიერ, რაც დაბრუნებულ იქნა აღნიშნული პირისთვის სწორედ ლევან ახობაძის ჩართულობით. ლევან ახობაძემ აღნიშნულში მოითხოვა 250 ათასის გადაცემა, რაც გადაეცა ქრთამის სახით"- განაცხადა პროკურორმა.
ანი ლეკიაშვილი "პირველებთან" გამორიცხავს, რომ 40 მილიონი რუბლი კულუმბეგოვს ეკუთვნოდა.
"ეს იყო სხვა პირი"- თქვა პროკურორმა და დასძინა, რომ კონკრეტული გვარებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს.
"კონკრეტულ შემთხვევაში არაერთი პირდაპირი მოწმე არსებობს, მათ შორის დაზარალებული, რომელმაც ქრთამის სახით აღებული თანხა გადასცა ლევან ახობაძეს, მათ შორის შუამავლები", - თქვა ბრალდების მხარის წარმომადგენელმა.
"პირველების" ჟურნალისტმა ანი ლეკიაშვილს ჰკითხა, იკვეთება თუ არა საქმეში ლევან ახობაძის ზემდგომი პირის, ამ შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობა, რაზეც პროკურორმა განაცხადა, რომ თუ რომელიმე პრირის მიმართ დადასტურდება დანაშაულის ჩადენა გამოძიებისი მიმდინარეობის, მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად გამოიკვეთება.
გამოძიება მუშაობს ყველა კუთხით. რაც გამოძიების ფარგლებში დგინდება და არის საინტერესო გამოძიებისთვის, კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ ვასახელებ, მათ მიმართ თუ დადასტურდება დანაშაულსი ჩადენა, რა თქმა უნდა, შესაბამის ღონისძიებეს გაატარებს პროკურატურა". - განაცხადა პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა.
რაც შეეხება ე.წ. ვალუტჩიკს, გიორგი ლომიძეს, ლევან ახობაძის ადვოაკტმა, დავით სიმონიამ დღეს არ გამორიცხა, რომ მას სასამართლოს წინაშე მოუწიოს ჩვენების მიცემა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველასთან დაკავშირებით დავაყენებთ შუამდგომლობას", - აცხადებს ადვოკატი დავით სიმონია.
ვინ არის გიორგი ლომიძე? - საუბარია კაცზე, რომლის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" მოამზადა. გამომძიებელ ჟურნალისტთა ინფორმაციით, ლომიძე ლევან ახობაძის საქმის ირგვლივ პროკურატურამ გამოკითხა.
ვინაიდან იურისტებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდა ე.წ. ვალუტჩიკმა გამოძიებას და კონკრეტულად რომელ ეპიზოდში ფიგურირებს ის.