ყაველაშვილი ირანში, კობახიძე აშშ-ს მიღებაზე - პოლიტოლოგი "ოცნების" პოლიტიკურ სიგნალს ხსნის

01.07.26 21:38
ყაველაშვილი ირანში, კობახიძე აშშ-ს მიღებაზე - პოლიტოლოგი "ოცნების" პოლიტიკურ სიგნალს ხსნის

კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი თბილისში, აშშ-ის საელჩოში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 

მისი თქმით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძის გამოსვლით ჩანდა, რომ "სიგნალი არის შემდეგი - ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს პოლიტიკას, ან მიგვიღეთ ასეთი, როგორიც ვართ, ან ისე იქნება, როგორც ვამბობთ ისევ ჩვენ". 

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, "ქართულ ოცნებაში" არის განცდა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს საქართველო ძალიან სჭირდება და ამით შეძლებენ აიძულონ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მაინც მიიღონ ის რეალობა, რაც დღეს არის. 

სიგნალი არის შემდეგი - ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს პოლიტიკას, ან მიგვიღეთ ასეთი, როგორიც ვართ, ან ისე იქნება, როგორც ვამბობთ ისევ ჩვენ, საქართველო - მაგრამ რისი იმედი აქვთ არ ვიცი იმიტომ, რომ ძალიან კარგი შანსი იყო ახლა, ამ წუთში, რომ ყაველაშვილი არ წასულიყო ირანში, წასულიყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ყოფილიყო მხოლოდ საელჩოში მისვლა, ასეთი ფორმებიც არსებობს, მაგრამ მათ აირჩიეს სხვა გზა - "ქართულ ოცნებას" აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიცია, რომ ჩვენ ვმართავთ სიტუაციას და მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ.

"ქართულ ოცნებაში" არის განცდა, რომ საქართველო სჭირდება ძალიან ამერიკას, ევროკავშირს და ვაიძულებთ მათ, რომ ისინი მაინც აღიარებენ ამ რეალობას. 

ახლა ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფება ამ წუთში ბაქოში, ხვალ ჩადის ერევანში და არც კი იხსენებს, რომ არსებობს მესამე სახელმწიფო. ეს, რა თქმა უნდა, ამწარებს მათ ["ოცნებას"], ნერვიულობენ ამის გამო, მაგრამ უნდათ, რომ თავისი გაიტანონ ბოლომდე და საბოლოო ჯამში, მიაღწიონ, რომ ამერიკამაც და ევროკავშირმაც თქვას, რომ სხვა რა გზაა, მოგვიწევს ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება. იმედია ასე არ გამოვა, მაგრამ ისინი ამ სტრატეგიას მიჰყვებიან," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

კონფლიქტოლოგმა საელჩოში მიხეილ ყაველაშვილის არ ყოფნაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი ირანში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით უხერხულ კითხვებს მოერიდა.

მე მგონია, რომ ყაველაშვილი მიწვეული იქნებოდა აუცილებლად. გამორიცხულია, რომ პრეზიდენტი არ მიეწვიათ, ფორმალურად ასეა პროტოკოლით. მე მგონი, ყაველაშვილი თვითონ არ მივიდა, რაღაცას მოიმიზეზებდა, ბოდიშს მოიხდიდა, ალბათ. მთავარი მომენტია, რომ უხერხული კითხვები არ მოესმინა, იქ შეიძლება ოპოზიციიდან ყოფილიყო ვინმე, ან ჟურნალისტი, აშკარად ჩანდა, რომ იყო გარკვეული დემონსტრაცია [აშშ-ის საელჩოსთან], გარკვეული პროტესტის ფორმები, შეიძლება უფრო ხმაურიანი ყოფილიყო და ირანში წასვლამდე რაღაცნაირად რომ არ ჩავარდნილიყო უხერხულ მდგომარეობაში. შეიძლება ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ეთქვა რამე მსუბუქად, დიპლომატიურად ირანზე. თავიდან რომ აეცილებინათ რამე სერიოზული დისკომფორტი, ამიტომ არ მივიდა, ჩემი აზრით," - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. 

მისივე თქმით, შესაძლოა, საქართველომ რუსეთის თხოვნას გაუწია ანგარიში, რომ კარგი იქნებოდა ირანისთვის გარკვეული მხარდაჭერის განცდის გაჩენა, რის გამოც დაიგეგმა მიხეილ ყაველაშვილის ირანში ვიზიტი.

მე მაინც მგონია, რომ არსებობს რაღაც ფარული ინტერესები ირანის მიმართ, შეიძლება რუსული ფაქტორიც იყოს. მაგალითად ირანს სჭირდება "ლეგიტიმაცია", ანუ საერთაშორისო ყურადღება. აშკარად ჩანს, რომ საქართველო რუსულ თხოვნებს რაღაცაში უწევს ანგარიშს, რაღაცაში არა, იქ, სადაც ანგარიში შეიძლება გაუწიოს რუსულ თხოვნას, რომ ჩადით ირანში, კარგი იქნება, შევუქმნათ ირანს გარკვეული მხარდაჭერის განცდა, ამ კონტექსტში ყაველაშვილის ჩასვლა ჩათვალეს უფრო ნაკლებად დამაზიანებლად," - თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები