ადმინისტრაციამ "პირველებს" დაადასტურა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიდის
მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიდის - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ყაველაშვილის ადმინისტრაციამ დაადასტურა.
თავდაპირველად, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WANA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილს თეირანში , აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან.
დასავლეთ აზიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ცხრა ივლისს, ირანს თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად მიწვეულია საქართველოს წარმომადგენლობაც.
ირანის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უცხოელი მაღალი თანამდებობის პირები თეირანში პარასკევს ჩავლენ და ირანელ ოფიციალურ პირებთან ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება.