თორნიკე თოშხუას ვარაუდით, მისი სასჯელის შემცირებაზე პარლამენტში მომხდარმა ჩხუბმა იმოქმედა

01.07.26 23:54
თორნიკე თოშხუას ვარაუდით, მისი სასჯელის შემცირებაზე  პარლამენტში მომხდარმა ჩხუბმა იმოქმედა

 

 

დღეს გათავისუფლებული თორნიკე თოშხუა ვარაუდობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი სასჯელის შემცირებაზე საქართველოს პარლამენტში მომხდარმა ჩხუბმა იმოქმედა. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ის რაც პარლამენტში მოხდა, დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ძალადობა იყო. 

ვფიქრობ, რომ შედეგი დადგა იმის გამო და იმოქმედა ამ შედეგზე, ინტუიციით ასეთი შეგრძნება მაქვს, რაც მოხდა წინა კვირას საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობ იმიტომ, რომ ჯგუფური ძალადობა, რომელსაც მე დამამძიმებელ გარემოებად მითვლიდა საქმის პროკურორი და აღნიშნული გაიზიარა საქალაქო სასამართლომაც, ჯგუფური ძალადობა იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც ნამდვილად, არა მარტო ჯგუფური იყო, არამედ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან იყო მოქმედება. როცა შენ საკანონმდებლო ორგანოში შენი კანონმდებელი გეუბნება, რომ მისთვის რაღაც ქმედებები დაშვებულია და მერე ამ მხრივ ჩვენ გვიწევს სასამართლოში სიარული და ჩვენზე მორგებული კანონები, თითქოს ისინი ზემოთ არიან, სხვა საზოგადოებაა და ჩენ სხვა კანონებით გვმართავენ. ისინი არ ემორჩილებიან ჩვენზე მორგებულ კანონებს და კანონები მოარგეს თავიანთ თავს. რაღაც დონეზე მგონია, რომ ამანაც იქონია გავლენა დღევანდელ პროცესზე და გვერდის ავლა ასე მარტივად ვერ მოხდებოდა იმ სამართალდარღვევაზე, რაც საკანონმდებლო ორგანოში ხდება," - განაცხადა თორნიკე თოშხუამ. 

მსგავსი სიახლეები