სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს
2–5 ივლისს სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.
ორგანიზატორების თქმით, ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში კამპანიის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან, მოისმენენ მათ პრობლემებს, წუხილებსა და მოსაზრებებს, გააცნობენ კამპანიის მიზნებსა და ხედვას და მოქალაქეებთან ღია დიალოგს გამართავენ ქვეყნისა და რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
პროგრამა ასევე მოიცავს ზუგდიდში მიმდინარე სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობას, საჯარო ლექციებს, დისკუსიებს, წიგნის პრეზენტაციასა და დოკუმენტური ფილმის ჩვენებას, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის, საზოგადოებრივი დიალოგისა და საერთო ეროვნული ინტერესების გარშემო მოქალაქეთა გაერთიანების ხელშეწყობას.