პატიმრების რაოდენობა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება - რა აჩვენა სახელმწიფო მთვლელის კვლევამ
საქართველოს 14 ციხეში ახლა სასჯელს 12 135 პატიმარი იხდის - ეს არის საქსტატის ბოლო მონაცემები. იმის მიუხედავად, რომ ციხიდან 600-ზე მეტი პატიმარი გაუშვეს, ჯამში პატიმართ რაოდენობა მაინც გაიზარდა. სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, რომელიც ამ პროცესს წლებია სწავლობს, ამბობს, რომ პატიმართა რიცხვი სწრაფად იზრდება.
ყველაზე საგანგაშო ვითარება საქათველოს სამ ციხეშია, სადაც პატიმართა რაოდენობა დაშვებულ ლიმიტს აღემატება - გადაივსო ქსნის ციხე, სადაც პატიმართა რაოდენობა ლიმიტს - 57%-ით აჭრაბებს. გლდანის ციხეში დასაშვებზე 32%-მეტი პატიმარია, ქუთასის მეორე ციხეში კი - 30%ით მეტი. დაკავებულების ნაწილი ციხეშია. დანარჩენები კი ან გირაოთი გაუშვეს ან პრობაციონერი გახდა. ბოლო მონაცემებით 1600-ით გაიზარდა ამ კატეგორიის მოქალაქეთა რიცხვი.
ქართული ციხეების გადატვირთულობა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში მოხვდა - გადატვირთულობასა და არაფორმალურ მმართველობაზე წერს წამების კომიტეტიც, სადაც თვლიან, რომ პრობლემურად რჩება საკნების სივიწროვე და სანიტარული პირობები.
გადატვირთული ციხეები პრობლემებზე საუბრობენ პატიმრებიც - გიორგი ახობაძე, რომელიც გლდანის ციხეში იმყოფებოდა, საუბრობს გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე, არასათანადო სამედიცინო მომსახურებასა და პერსონალის ნაკლებობაზე.